ორშაბათი, მარტი 31, 2025
მთავარისაზოგადოებაკულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტრადიციული სასცენო სამოსი ამჯერად გადასცა ორ ანსამბლს – ა(ა)იპ „თუთარჩელა – 2024“-სა და ა(ა)იპ „მე რუსთველს“.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანსამბლ „მე რუსთველს“ გადაეცა ათი კომპლექტი ჩოხა-ახალუხი, ხოლო ანსამბლ „თუთარჩელას“ – 15 სასცენო კაბა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ გამოყო 17 510 ლარი. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.

„სასცენო სამოსის გადაცემას ესწრებოდა ქ. რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“ ჩამოყალიბდა 2004 წელს. ანსამბლის ხელმძღვანელია თამარ ბუაძე. 2007 წლიდან დღემდე ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში, კერძოდ, შვეიცარიაში (ციურიხი, ბაზელი, ლუცერნი, ვინთერტური, ბერნი), გერმანიაში (ბერლინი, დრეზდენი, კიოლნი, ფრანკფურტი, ლუნერბურგი, რუდოლშტატი, ჰამბურგი, იენა, ლაიფციგი, ნიურნბერგი), ავსტრიაში (ვენა, ლინცი) გამართულ ფესტივალებსა და სოლო კონცერტებში. 2012 წელს ქალთა ანსამბლ „თუთარჩელას“ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა ფოლკლორული ანსამბლის სერტიფიკატი მიანიჭა. ანსამბლს მიღებული აქვს ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ანსამბლი, საუკეთესო ქართული სიმღერის შესრულება, საუკეთესო არანჟირება და საუკეთესო დირიჟორი.

„თუთარჩელამ“ თავისი არსებობის მანძილზე ჩაწერა ოთხი კომპაქტდისკი.

ანსამბლი „მე რუსთველი“ ჩამოყალიბდა 1998 წელს ქალაქ რუსთავში. ანსამბლის ხელმძღვანელია ნუგზარ არველაძე. ანსამბლი დაარსებიდან დღემდე წარმატებით ატარებს კონცერტებს, მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფოლკლორულ ფესტივალში, სიმპოზიუმსა თუ კონცერტში; ასევე, წარმატებით გამოდის უცხოელი მსმენელის წინაშე. ანსამბლს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომხეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ანსამბლს 2012 წელს მიენიჭა ფოლკლორული ანსამბლის სერტიფიკატი; მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო; აქვს ქ. რუსთავის სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის სტატუსი. ანსამბლმა ჩაწერა სამი კომპაქტდისკი ქართული საეკლესიო საგალობლებითა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებით.

ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.
დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია. სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.

READ  27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების – ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.

იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი, რის შედეგადაც მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.
2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ დაიწყო 2024 წლიდან.

მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“.
დაგეგმილია სამოსის გადაცემა შემდეგი ანსამბლებისთვის: ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE