თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. წელს მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა.
ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა – კახეთი ტრადიციულ დღესასწაულს მასპინძლობს. თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საფესტივალო ტერიტორიაზე სტუმრები არაერთ საინტერესო, შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებას დაესწრნენ.
თელავის ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მოეწყო თემატური პავილიონები, გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები.
აქტივობები ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყო. ტრადიციულად, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინება წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მთავარ მოედანზე მოწყობილია თემატური პავილიონები. გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები. გამოავლენენ საპატიო თელაველებს.
დღის ბოლოს კონცერტი გაიმართება.