პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს - დაინტერესებულები არიან...

„ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს – დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით. ასევე დიდი დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით“-ანა გვაზავა

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით.

შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის „ვოიაჟერის“ ბიზნეს განვითრების მენეჯერი ანა გვაზავა.

„მუმბაისა და დელიში წარმატებული შეხვდრები შედგა, ინდური კომპანიების ინტერესი ძალიან დიდია.  თითოეულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ტურისტული კომპანია. ეს კომპანიები წარმოადგენენ ჩვენთვის დიდ ინტერესს,  მათი კლიენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა.  ინდოეთთან გვაქვს 10 პირდაპირი ფრენა, 3 მუმბაიდან და 7 დელიდან.  იმედია რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის  ძალიან წარმატებულია მსგავსი ღონისძიებების მოწყობა,

ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს. ინდოეთი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის რადგან ინდოელები დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით. ასევე დიდი დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ძალიან შემოსავლიანია ტურიზმისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ კომპანიები განვავითაროთ მაღალმხარჯველი ტურისტის მიმართულება ინდოეთიდან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“,-აცხადებს ანა გვაზავა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  1-ლი მარტიდან, ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები