ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაესპანური ღვინის გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

ესპანური ღვინის გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“-ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტრო კონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.

„ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000 წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია. მეღვინეობა საქართველოს 9 რეგიონს მოიცავს, თითოეული კუთხე განსხვავებულია კლიმატით და ნიადაგით. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია.
რაც შეეხება ქართულ გასტრონომიას, ეს არის კერძებისა და ღვინის ტრადიციების შერწყმა, რომელიც მოიცავს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, ეს არის სუფრა, სადაც მრავალფეროვან კერძებთან და ღვინოსთან ერთად ადამიანები სადღეგრძელოებს ამბობენ და მღერიან“,-წერს Vinos Y Camino.

სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტურისტული ადგილების აღწერას.

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს, საქართველო მდიდარია ტურისტული ადგილებით. აქ ნახავთ ორი ათასს მინერალურ წყაროს, 12 ათასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ტყეებს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს. საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ცხენოსნობა, სპორტული თევზაობა და სხვა აქტივობები“,-წერს Vinos Y Camino.

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

კონგრესზე მადრიდში მდებარე რესტორანმა ნუნუკამ და შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო წარადგინეს. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალი საუკუნოვანი ისტორია გააცნო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

12 March, 2025
“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

მარტი 12, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

მარტი 12, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

12 მარტი 2025
პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

მარტი 12, 2025
თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

მარტი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები