პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას...

ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

ბრიტანული The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს – გამოცემას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. თბილისშია შონ მოლტონი, რომელსაც ძველი თბილისი გააცნეს.

თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა უფრო მარტივდება და ვფიქრობ, აქ ბევრი მოგზაურო ჩამოვა, ასევე ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს”- აცხადებს The Independent ჟურნალისტი, შონ მოლტონი.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები