შაბათი, ნოემბერი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაახიზის ციხე - ცნობილია სამი ანტეფიქსი ახიზის ტაძრიდან. ერთზე გამოსახულია განედლებული ჯვარი,...

ახიზის ციხე – ცნობილია სამი ანტეფიქსი ახიზის ტაძრიდან. ერთზე გამოსახულია განედლებული ჯვარი, მეორეზე– ჯვარი და ირემი

ახიზის ციხე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ახლანდელ სოფელ ფერათლიდან ორიოდე კილომეტრით ჩრდილოეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე, ულამაზეს კლდეზე მდებარეობს.

ქართლის ცხოვრების ცნობით ვახტანგ გორგასალმა და კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა კლარჯეთის ხელახლა შემოერთების შემდეგ, პროვინცია ერთად დაათვალიერეს და დიდი მშენებლობა დაგეგმეს. როგორც ჯუანშერის მონათხრობიდან ჩანს, კლარჯეთში იმ დროს ორი დიდი ციხე იყო– თუხარისისა და ახიზისა, რომელიც მეფეს დაზიანებული დახვდა. ვახტანგის ბრძანებით არტავაზმა განაახლა ახიზა. ვახტან მეფის სახელსვე უკავშირდება ახიზის ციხეში ეკლესიის მშენებლობა.
ახიზის ციხე მოგზაური კარლ კოხი გოჯიბორეთს უწოდებს, მის მახლობლად მდებარე საეპისკოპოსო ტაძარი ამჯამად მთლიანად განადგურებულია. კლარჯეთის სიძველეთა ადრეული მკვლევარები– დ. ბაქარაძე, ა. პავლინოვი, პრ.უვაროვა და ნ.მარი მის შესახებ არაფერს წერენ. ერთადერთი მოკლე ცნობა დაგვიტოვა თბილისელმა მხარეთმცოდნემ ა.ფლორენსკიმ, რომელიც ახიზაში 1910–იან წლებში იმყოფებოდა. მისი მოწმობით, იმხანად შენობა უკვე ძლიერ დანგრეული იყო, თუმცა კედლების ნაწილი ჯერ კიდევ იდგა.
ტაძარში ა.ფლორენსკიმ ღვთისმშობლის მოზაიკური გამოსახულების ფრაგმენტები ნახა. ცნობილია სამი ანტეფიქსი ახიზის ტაძრიდან. ერთზე გამოსახულია განედლებული ჯვარი, მეორეზე– ჯვარი და ირემი. ორნამენტები შუასაუკუნეებით თარიღდება. დ. ხოშტარიას აზრით ვახტანგ გორგასლის დროს აგებულ ტაძარს შემდგომ ხანებში რაიმე არსებითი აღდგენა–გადაკეთება არ განუცდია. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიათლონის და ქროს-ქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები