საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.
გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.
„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.
გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი. ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.
რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.
ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.
იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.
როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.
კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.