შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაამ დი­აგ­ნოზს 67000 ადა­მი­ანს უს­ვა­მენ - შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

ამ დი­აგ­ნოზს 67000 ადა­მი­ანს უს­ვა­მენ – შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

  • შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო ყვე­ლა­ზე ხში­რად სის­ხ­ლი­ან შარ­დვას იწ­ვევს.
  • დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად თხე­ლი, დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლი (ცის­ტოს­კო­პი) შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში შეჰ­ყავთ.
  • ზე­და­პი­რუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი ცის­ტოს­კო­პით ამო­­იჭ­რე­ბა, ღრმად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­ბოს დროს კი – მთლი­ა­ნად შარ­დის ბუშ­ტი იკ­ვე­თე­ბა.
ყო­ველ­წლი­უ­რად აშ­შ-ში შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს დი­აგ­ნოზს 67000 ადა­მი­ანს უს­ვა­მენ. იგი სამ­ჯერ ხში­რია მა­მა­კა­ცებ­ში. მწე­ვე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კ-ფაქ­ტო­რია და ახალ შემ­თხვე­ვა­თა, სულ მცი­რე, ნა­ხე­ვარ­ში – კი­ბოს ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი. ინ­დუს­ტრი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შარ­დში დაგ­როვ­დეს და კი­ბო გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა მათ თან­და­თან უფ­რო ნაკ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. შარ­დის ბუშ­ტის პა­რა­ზი­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, შის­ტო­სო­მო­ზით ან კენ­ჭით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც ზრდის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, თუმ­ცა ეს მი­ზე­ზი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი­ა.
შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. გარ­და­მა­ვა­ლი უჯ­რე­დე­ბის­გან წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­­­მ­­­ლე­ბიც ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თირ­კმლის მე­­ნ­­­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­­­ებ­ზეც.
სიმ­პტო­მე­ბი
შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმ­პტო­მი სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა­ა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ტკი­ვი­ლი და წვა შარ­დვი­სას, მო­შარ­დვის და­უძ­ლე­ვე­ლი, გახ­ში­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი. ამ სიმ­პტო­მე­ბით შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო ამ ორ­გა­ნოს ინ­ფექ­ცი­ას, ცის­ტიტს ჰგავს და ეს ორი და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლოა ერ­თა­დაც არ­სე­ბობ­დეს. სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბამ ანუ ანე­მი­ამ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო სი­სუს­ტე, სი­ფერ­მკრთა­ლე ან ორი­ვე გა­მო­იწ­ვი­ოს.
დი­აგ­ნო­ზი
ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ხში­რად პირ­ვე­ლად ეჭ­ვი შარ­დში სის­ხლის აღ­მო­ჩე­ნი­სას მი­ი­ტა­ნე­ბა. ზოგ­ჯერ შარ­დი შე­სამ­ჩნე­ვად წი­თე­ლი­ა, ზოგ­ჯერ კი სის­ხლი მას­ში სხვა მი­ზე­ზის გა­მო მიკ­როს­კო­პით კვლე­ვი­სას აღ­მოჩ­ნდე­ბა. შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო­ზე ეჭ­ვი ასე­ვე ჩნდე­ბა, რო­ცა შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ის სიმ­პტო­მე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ ქრე­ბა. შარ­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­როს­კო­პუ­ლი კვლე­ვით (მაგ. ცი­ტო­ლო­გი­ა) შე­საძ­ლოა სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნაც მო­ხერ­ხდეს მას­ში. ზოგ­ჯერ შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო დგინ­დე­ბა სხვა მი­ზე­ზის გა­მო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ან კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვი­სას. შარ­დის ბუშ­ტის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა ცის­ტოს­კო­პი­ით ხდე­ბა, რომ­ლის დრო­საც თხე­ლი, დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლი ამ ორ­გა­ნო­ში შე­იყ­ვა­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი ამ დროს ფხიზ­ლა­და­ა. დის­კომ­ფორ­ტის შე­სამ­ცი­რებ­ლად, შარ­დსა­დე­ნის ანეს­თე­ზია კეთ­დე­ბა.
პროგ­ნო­ზი
შარ­დის ბუშ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი, ნე­ლა მზარ­დი კი­ბო მი­სი დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან 5 წელ­ში სიკ­­ვ­დი­ლით შემ­თხვე­ვა­თა 5%-ზე ნაკ­ლებ­ში სრულ­დე­ბა. შარ­დის ბუშ­ტის კუნ­თებ­ში შეღ­წე­უ­ლი კი­ბოს შემ­თხვე­ვა­ში 5 წლის მან­ძილ­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მე­ტია (40-55%). ბუშ­ტის კედ­ლის მიღ­მა (ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში, მენ­ჯის ან მუც­ლის ღრუს სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში) გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს პროგ­ნო­ზი ბევ­რად უფ­რო ცუ­დი­ა.
მკურ­ნა­ლო­ბა
შარ­დის ბუშ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის სრუ­ლი ამოკ­ვე­თა ცის­ტოს­კო­პი­ის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, ხში­რად კი­ბო შემ­დეგ ხე­ლახ­ლა ვი­თარ­დე­ბა. ამი­სი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­­დი­კა­მენ­ტის ან BჩG ვაქ­ცი­ნის (ორ­გა­ნიზ­მის იმუ­­ნი­ტე­ტის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის) შარ­დის ბუშ­ტში მრა­ვალ­ჯე­რა­დად შეყ­ვა­ნით კი­ბოს სრუ­ლად ამო­კ­ვე­თის შემ­დეგ.
შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ში ჩაზ­რდი­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის ამოკ­ვე­თა ცის­ტოს­კო­პით სრუ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა. ამ დროს, რო­გორც წე­სი, შარ­დის ბუშ­ტი ამო­იკ­ვე­თე­ბა სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ (ცის­ტექ­ტო­მი­ა). ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს სხი­ვუ­რი თე­რა­პია ცალ­კე ან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას­თან ერ­თად.
თუ­კი მთე­ლი შარ­დის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თაა სა­ჭი­რო, ექი­­მებ­მა რა­ი­მე გზა უნ­და მო­ი­ფიქ­რონ, რა­თა ადა­მი­ან­მა შარ­დის გა­მო­ყო­ფა შეძ­ლოს. ყვე­­ლა­ზე ხში­რად მუც­ლის კე­დე­ლი იჭ­რე­ბა და მას ნაწ­ლა­ვის­გან შექ­მნი­ლი მი­ლი მი­ე­კე­რე­ბა შიგ­ნი­­დან (თე­ძოს ნაწ­ლა­ვის მარ­ყუ­ჟი) – ანუ ხდე­ბა სტო­მის შექ­მნა. სხე­ულ­ზე გა­რე­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­თავ­სო, შარ­დის მიმ­ღე­ბი ჩან­თა მაგ­რდე­ბა, რო­მელ­შიც შარ­დი გროვ­დე­ბა.
ბო­ლო დროს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი მე­თო­დია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ისი­ნი ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი­ა. მე­თო­დე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: ახა­ლი ორ­თო­ტო­პუ­რი შარ­დის ბუშ­ტი და შარ­დის შე­მოვ­ლი­თი ანას­ტო­მო­ზი. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ნაწ­ლა­ვის­გან შარ­დის რე­ზერ­ვუ­არს ქმნი­ან.
ახა­ლი ორ­თო­ტო­პუ­ლი შარ­დის ბუშ­ტის მე­­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ეს რე­ზერ­ვუ­ა­რი შარ­დსა­­დენს უერ­­თდე­ბა. ადა­მი­ა­ნი შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რად სწა­­ვ­ლობს, რო­გორ და­ცა­ლოს იგი მენ­ჯის ფსკე­რის კუნ­თე­ბის მო­დუ­ნე­ბით და მუც­ლის ღრუ­ში წნე­ვის გაზ­რდით, რის შე­დე­გა­დაც შარ­დი შარ­დსა­დენ­ში გა­ე­დი­ნე­ბა, რო­გორც ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სიმ­შრა­ლეს ინა­რ­ჩუ­ნებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ღა­მით შე­­სა­ძ­ლოა შარ­დი გა­ი­ჟო­ნოს.
მე­ო­რე მე­თო­დი – შარ­დის შე­მოვ­ლი­თი ანას­ტო­­მო­ზი მო­ი­ცავს რე­ზერ­ვუ­ა­რის მუც­ლის კე­დე­ლ­ზე არ­სე­ბულ სტო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბას. შარ­დის მიმ­ღე­ბი ჩან­თა სა­ჭი­რო არ არის, რად­გან შარ­დი რე­ზერ­ვუ­არ­ში რჩე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ადა­მი­ა­ნი მას­ში კა­თე­ტერს არ შე­იყ­ვანს სტო­მი­დან და არ დაც­ლის. ეს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რე­გუ­ლა­რუ­ლად ხდე­ბა.
შარ­დის ბუშ­ტის მიღ­მა, ლიმ­ფურ კვან­ძებ­სა და სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­ბოს სამ­კუ­რ­­ნა­ლოდ ქი­მი­ო­თე­რა­პია ინიშ­ნე­ბა. ამ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე კომ­ბი­ნა­ციაა ეფექ­ტუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მე­ტას­ტა­ზე­ბი მხო­ლოდ ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტუ­რო­­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნებს სთა­ვა­ზო­ბენ ცის­­ტე­ქ­­ტო­მი­ას ან სხი­ვურ თე­რა­პი­ას. თუმ­ცა, სრუ­­­ლი­ად მა­თი მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა იკუ­­რ­­ნე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ტკი­ვი­ლის შე­მ­­­სუ­­ბუ­ქე­ბა და სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს­თან და­კავ­ში­­­რე­ბუ­ლი სა­კითხ­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ა.

თირ­კმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის კი­ბო

READ  კურორტი ნუნისი - ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები