პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმუზეუმებიხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია

ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები, ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.

შენობის აგების ისტორია სასახლეს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. 1882 წელს, გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ქალაქ ქუთაისში ულამაზესი ქალბატონი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო.

პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული გაუმხილა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა. ამ სასახლეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დავით არსენიშვილის (1905-1963; მოგვიანებით იგი მოსკოვში ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა) მიერ 1927 წელს დაარსებული სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა. დღეს ის პროფილით ერთადერთია კავკასიაში, ხოლო კოლექციის სიმდიდრით მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმების თანატოლი. აქ დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ.

სამუზეუმო ექსპონატები ანტიკური პერიოდიდან იწყება. ეს გახლავთ ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერები. მუზემში თავმოყრილია ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა – დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნთსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. აქ არის დაცული გრამფირფიტები, აფიშები, თეატრალური და კინო კოსტიუმები. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში კინოფილმების „ჯიმ შვანთე!“, „მამლუქი“, „გიორგი სააკაძე“ და სხვათა უნიკალური მასალები.

უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. აქ იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის ისტორიამუზეუმის ისტორიამუზეუმის ისტორია

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII-XX ს.ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები და არქივები. თეატრალური კოსტიუმები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა. მუზეუმი განთავსებულია გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებულ სასახლეში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე, გამოფენა ღიაა ყოველდღე.

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ია კარგარეთელის ქ. 6

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები