ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიჭყონდიდის ეპარქია – ჭყონდიდის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები

ჭყონდიდის ეპარქია – ჭყონდიდის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს – აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონისა და სამტრედიის, დასავლეთიდან _ სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან _ ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან ფოთისა და ხობის და შემოქმედის ეპარქიები.
საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. იმჟამად ამ ადგილზე სახელგანთქმული კერპი _ მუხის დიდი ხე, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მდგარა და მის სათაყვანებლად და მსხვერპლშესაწირად მთელი ეგრისის მოსახლოება დადიოდა. მაგიური ძალით შემოსილ ბომონს საუკუნეთა განმავლობაში ჩვილ პირმშოებს სწირავდნენ მსხვერპლად. წმიდა მოციქულმა უპირველეს კერპად მიჩნეულ მუხას ქრისტეს სახელით ხალხის თვალწინ მოჭრა დაუწყო. უვნებლად გადარჩენილი ანდრიას ხილვისას, ხის უძლურებით გულმოცემულმა წარმართებმა, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მუხა თვითონვე მოჭრეს. ანდრიას მიერ მოქცეულმა მეგრელებმა პირველი ეკლესიაც ბომონის ადგილზე ააგეს. ტაძრის პირვანდელი სახელწოდება „მარტვილი“ ერთი ვერსიით ამ ადგილზე მოწამეობრივად აღსრულებულთა გამო დაურქმევიათ, მეორე ვერსიით ეკლესია ადრიდანვე განთქმული ყოფილა წმიდა მარტვილთა ნაწილთა სიმრავლით.
მარტვილთა სახელზე აგებული ეკლესია მოგვიანებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს, „მარტვილი“ კი იმ სოფლის სახელად დარჩა.
მატიანის თანახმად, ჭყონდიდის უძველეს საკათედრო ტაძარში დასაფლავებულია ერთიანი საქართველოს დიდი მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.).
ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი. ჭყონდიდელს უმაღლესი საერო თანამდებობა – მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია – ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის უპირველესი საეკლესიო იერარქი – კათალიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელმთავრობასაც ითავსებდა.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ჭყონდიდელი მღვდელმთავრები იყვნენ: სტეფანე სანანოისძე, იგი პირველად Xს. მოიხსენიება, როგორც ჰიმნოგრაფი და მთარგმნელი; XIს-ის I ნახევრიდან ცნობილია გიორგი ჭყონდიდელი, რომელსაც კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობა ჰქონდა ათონის საღვთისმეტყველო სკოლასთან; სტეფანე ჭყონდიდელი, რომელიც ეფთვიმე მთაწმინდლის აპოკრიფული მწერლობის შესახებ კითხვა-მიგებაშია მოხსენიებული; XIს-შივე მოღვაწეობდა იოანე ჭყონდიდელიც, რომელიც 1065 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში იხსენიება, იგი მართა დედოფალს ახლდა კონსტანტინოპოლში და გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების აღწერის ერთ-ერთი ინიციატორი იყო; ამავე პერიოდის, 1103-1110 წლებს შორის, ცნობილი მოღვაწეა გიორგი მონოზონი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი; 1118 წ. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დავით აღმაშენებლის დროს, გიორგის დისწული სვიმონი იხსენიება ჭყონდიდელ-ბედიელ-ალავერდელ მთავარეპისკოპოსად და მწიგნობართუხუცესად; XII ს. II ნახევრიდან, 1161 წ. ანისის აღების დროს გიორგი III-ს „თანავაზირობდეს იოანე მწიგნობართუხუცესი და სუმბად სვიმონ ქმნილი“; 1184 წ. გიორგი III-ს გარდაცვალების დროს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი უკვე ანტონი იყო; ანტონის შემდეგ კი თეოდორე; მისი გარდაცვალების შემდეგ, XIII ს-დან მხოლოდ ორი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელია ცნობილი _ არსენი და ბასილი. არსენი ჭყონდიდელობისა და კათოლიკოსობის შემდეგ მწირად წავიდა შიო მღვიმის მონასტერში; XIII ს-ის 40-იან წლებში იხსენიება ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს-ში ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. იგი სამეგრელო-ოდიშის სამთავროს ეკლესიის მეთაურად ითვლებოდა.
ჭყონდიდის მონასტრის არქიმანდრიტთა გულმოდგინებით მძლავრ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ, როგორც საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერაზე არსებობდა წიგნების გადამწერთა და ბერთა სპეციალური სადგომი _ კრიპტერია. მარტვილის საგანმანათლებლო კერაზე აფხაზთა მეფის გიორგი II-ის თანამედროვე დიდი ჰიმნოგრაფი და მგოსანი იოანე მინჩხი მოღვაწეობდა.
1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის ჭყონდიდის უძველესი ეპარქიაც იხსენიება. ეპარქიაში ეკლესიური ცხოვრების ეტაპობრივი აღდგენა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებიდან იწყება.
2006 წლის 21 დეკემბრიდან ეპარქიის მწყემსმთავარია მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.
ეპარქიის უძველეს საეკლესიო სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიის, წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები:
მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (მონასტერი)
ბანძის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
სალხინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ნახარებაოს წმიდა გიორგის ეკლესია
ალერტის წმიდა გიორგის ეკლესია
წაჩხურას მთავარანგელოზთა ეკლესია
ონოლიას წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ნაჯახაოს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესია
სერგიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია
საელიავოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია (დედათა მონასტერი)
აბაშის სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესია
სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია
მაედანის წმიდა ილია თეზბიტელის ეკლესია
მარანის მთავარანგელოზთა ეკლესია
კეთილარსის მთავარანგელოზთა ეკლესია
ვედითკარის მთავარანგელოზთა ტაძარი
ნაჯახაოს მთავარანგელოზთა ტაძარი
ნაგებერაოს წმიდა გიორგის ტაძარი
ჯოლევის წმიდა გიორგის ჯვრის მონასტერი.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები