ციხე-ქალაქი კვეტერა. ახმეტა. კახეთი
კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა – თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე.

ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და გუმბათოვანი ეკლესია. წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო.

იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ.
წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო.

კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
paata.ge photography
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

