#image_title

საყურადღებო ინფორმაცია – ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

 ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.

„წლებია არსებობს პრობლემა საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა მიკროავტობუსების მონაწილეობით, შედარებით ნაკლები იყო ავტობუსების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროდირექტივები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, არის სიჩქარესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები, ერთ-ერთი არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის ქონა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასევე, ვიცით, რომ ტაქოგრაფებიც უნდა ჰქონდეთ. ეს არის ე.წ. სისტემა, რომელიც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აყენია და პატრულს შეუძლია 30 დღის განმავლობაში ამოიღოს მონაცემები და ნახოს, სად გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს, დაისვენა თუ არ დაისვენა და ა.შ. ეს სიჩქარის შემზღუდავები იქნება ტაქოგრაფთან ერთად,“ – აღნიშნავს იზორია.

რაც შეეხება ვადებს, იზორიას თქმით, ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენების ვალდებულება, 2025 წლიდან ავტოსადგურების რეგულაციების ამოქმედების პარალელურად განხორციელდება.

„მისასალმებელია მსგავსი რეგულაცია, რადგან ყველგან არ არის ვიდეო კონტროლი და ყველგან ვერ ხდება მონიტორინგი, ზოგიერთი ადგილი, ფაქტობრივად, დაუფარავია პატრულის მიერაც და ასეთ გზებზე მხოლოდ კრიმინალური პოლიციის მიერ ხდება აღსრულება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მსგავსი მოწყობილობები იყოს და კონტროლი ხორციელდებოდეს.

რეგულაცია ვრცელდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ. რეგულაცია იმოქმედებს ნებისმიერ მანძილზე მოძრავი ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება ვადებს, წესით უკვე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ დროში იგვიანებს. წესით 2025 წლიდან ავტოსადგურების და სხვა რეგულაციები რომ შევა ძალაში, მაშინ მაინც ამოქმედდება,“ – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა

შენი დასვენება. (2025). საყურადღებო ინფორმაცია – ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება. 13 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საყურადღებო-ინფორმაცია-3/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. საყურადღებო ინფორმაცია – ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-3/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network