ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული...

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

პროფესიონალი ფოტოგრაფი ლაშა ზუბიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ცხოვრობს, მშობ­ლებ­თან ერთად. ლაშა ამჟამად კასპში, მაჟორიტარი – დეპუტატის ბიუროში მუშაობს.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლის ეზოს ფო­ტო­ებ­მა, რო­მე­ლიც “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მალე მისი ეზოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნებ­მაც გა­მოთ­ქვეს. მისი ეზო ლამაზია წლის ყველა სეზონზე.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

ლაშა ფოტოგრაფიით შვიდი წელია დაკავებულია. უამრავი ფოტო აქვს გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი გადაღებული ფოტოები სულ სხვა თვალით დაგანახებთ საქართველოს კუთხეებსა და ბუნებას.

გაიმარჯვა ფოტოკონკურსებში “რას წავიღებდი ევროპაში” და “ტყეების საერთაშორისო დღე”, ჰქონდა პერსონალური ფოტოგამოფენებიც.

ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლს სახლში ვესტუმრეთ.

– მოგვიყევით თქვენს შესახებ…

-და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სო­ფელ მე­ტეხ­ში, ახ­ლაც აქ ვცხოვ­რობ. 37 წლის ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი, აქა­უ­რო­ბას ვერ ვტო­ვებ. მე­ტეხ­ში 3000 ადა­მი­ა­ნი მა­ინც ცხოვ­რობს, არ არის პა­ტა­რა და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლია. მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლი გვაქვს, სა­დაც XIII სა­უ­კუ­ნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტა­ძა­რია. უკვე წლე­ბის ტრა­დი­ცი­აა, რომ ჩვე­ნი სოფ­ლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ალი­ლოზე კა­მე­ჩე­ბი მიჰ­ყავთ ხოლ­მე.

მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი 

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხეფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

„აქაურობის სიყვარულმა მომანდომა, რომ ეზო გამელამაზებინა და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ დეკორაციების შექმნა შემეძლო“, – გვიამბობს  ლაშა, – „დავალაგე ქვევრები, ჩამოვკიდე ჰამაკი, ხეებზე ჩიტის სახლები დავდგი, რომელიც მამასთან ერთად გავაკეთე. მე ვხატავ, როგორიც მინდა, შემდეგ კი ერთად ვაკეთებთ“.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

როგორც ლაშამ მიამბო, ეზოში ისეთი ჩრდილია, ყვავილების გახარებას უშლის ხელს.

– ეზოში ისეთი ჩრდილია, ყვავილები ვერაფრით გავახარე. ვაპირებ საგანაგებოდ ისეთი ჯიშის ყვავილები შევარჩიო, რომლებიც ყველანაირ პირობებში ხარობენ…

ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლს ჩიტებისთვის პატარა ქოხები აქვს, სადაც უამრავი ლამაზი ჩიტი ბინადრობს. ერთ-ერთმა გუშინ დაჩეკა ბარტყები.

– ფერადი ჩიტები არიან, ორნი, და ბარტყებს უზიდავენ საჭმელს!

გადავწყვიტე ჩი­ტებისთვის­ სახ­ლები და­მე­კი­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თვის  ნა­ხა­ზი გა­ვა­კე­თე და მა­მა­ჩემს ვთხო­ვე, ისი­ნი და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. მამამ უარი არ მითხრა და 8 სახ­ლი გამი­კე­თა.

წელს 4 სახ­ლში უკვე და­ბი­ნავ­დნენ ლა­მა­ზი ჩი­ტე­ბი, ბარ­ტყე­ბიც და­ჩი­კეს და უკვე გაფ­რინ­დნენ. ფე­რა­დე­ბი და ლა­მა­ზი იყ­ვნენ. აქა­უ­რო­ბას კარგად შეეჩვივნენ. უკვე ყოველ წელს, გაზაფხულზე, ბრუნდებიან ამ სახლებში.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხეფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

ლაშას ეზოში განათება აქვს მოწყობილი. დიდი სახ­ლი აქვს. ეზოც დი­დია, მაგ­რამ ეზოს  ნა­წი­ლის გა­ლა­მა­ზე­ბა თავისი ხე­ლით გა­და­წყვი­ტა.

ეზოში 45 წლის შინ­დის უშველებელი ხე­ებ­ია, რომლებიც ლაშას პაპამ დარგო. დღეს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სი­მაღ­ლეა ორი­ვე…

– ის­ტო­რი­უ­ლი შინ­დის ხეებია… თან კარ­გად ის­ხამს, წელს ნა­ხე­ვა­რი ტონა დავ­კრი­ფეთ.

ეზოს მოწყობა 45 წლის შინ­დის ხე­ებ­მა შთამაგონა. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს შინ­დის ხე­ე­ბი. მათ გარ­შე­მო ლა­მა­ზი გა­რე­მოს შექმნა გადავწყვიტე.

ისე­თი დი­დე­ბი და მაღ­ლე­ბია, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სი­მაღ­ლეა… ამ ად­გილს ვუ­ყუ­რებ­დი ბავ­შვო­ბი­დან. გადავწყვიტე ეზოს უფრო გალამაზება. ხატ­ვა მე­ხერ­ხე­ბა და ღო­ბეც მოვ­ხა­ტე – ყვა­ვი­ლე­ბი, მზე, უცებ რაც მო­ვი­და… გა­ვა­ფე­რა­დე…

მდი­ნა­რის ნა­პი­რი­დან თავად ამოვიტანე ქვე­ბი და ბი­ლი­კე­ბი გა­ვა­კე­თე. და­ვა­წყვე დო­ქე­ბი, ბა­ლა­ხი (კო­ინ­და­რი) დავ­თე­სე.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

– მუდმივად მოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ძალიან საინტერესო ფოტოებს იღებ. შენი მთავარი ინტერესის სფერო სწორედ ფოტოგრაფიაა.

– დიახ, ასეა, თავისუფალ დროს სულ ვმოგზაურობ, საქართველო ულამაზესია, ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. თუმცა ჩემი მხარე ყველაფერს მირჩევნია. აქეთ უამრავი ადგილია, რომლის შესახებ ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს.

ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია. ყველაზე მეტად ბუნების და ისტორიული ძეგლების გადაღება მომწონს.

ძირითადად ეკლესია-მონასტრებს ვიღებ, რაც უფრო ადრინდელი საუკუნისაა და ძველია, უფრო საინტერესოა. ასევე მიყვარს მოხუცების, ბავშვების, პეიზაჟების გადაღება.

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

გამოფენებიც მქონდა თბილისში, კასპში, ბათუმში. კონკურსებშიც გაუმარჯვია ჩემს ნამუშევარს.

ჩემი ოცნებაა შვეიცარიის აღბეჭდვა ჩემს ფოტოობიექტივში.

ვცდილობ ყველა ასეთი მშვენიერება გადავიღო და ჩემს Facebook გვერდზე განვათავსო, მყავს ბევრი გამომწერი, რომლებიც სიამოვნებით ათვალიერებენ ჩემ გადაღებულ ფოტოებს.

Lasha zubiashvili photographyhttps://www.facebook.com/Lasha-zubiashvili-photography-101274232349287

წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებთ ლაშა ზუბიაშვილს

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხეფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხეფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხეფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

ესაუბრა ირინა დათაშვილი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები