ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება

საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ იწყებს ახალ შემეცნებით პროექტს „მსოფლიო მნიშვნელობის ქართული აღმოჩენები.“
საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გავრცელებულ მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება.
ლომის ოქროს ფიგურა კახეთში, ალაზნის ველზე 1974 წელს არქეოლოგ კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაურის ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრების დროს, წნორთან აღმოჩენილ მდიდრულ ყორღანულ სამარხში აღმოაჩინეს.
ის ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება და ადრებრინჯაოს ხანის საოქრომჭედლო კულტურის თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება. ეს ხელოვნების ნიმუში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შუა ბრინჯაოს ხანაში საოქრომჭედლო კულტურა მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
ფიგურა დასაკრძალავი ეტლის შემკულობადაა მიჩნეული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავად ლომის მოტივი, ისევე როგორც დასაკრძალავი ეტლის ფენომენი, წინააზიიდან უნდა იყოს შემოსული. არც ქანდაკების ტიპის, არც შემკულობის მიხედვით ლომის ფიგურას ანალოგი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მოეპოვება.
ყორღანში დაკრძალული პირის მაღალ სოციალურ სტატუსზე, რომელშიც ლომი აღმოაჩინეს, მეტყველებს დასაკრძალავი ეტლის არეში აღმოჩენილი კიდევ ორი ოქროს ნივთი, ჭურჭელი და სხვა ძვირფასეულობა.
ლომის ფიგურა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
„ოქროს ლომის“ აღმომჩენი ისტორიკოსი და არქეოლოგი კონსტანტინე ფიცხელაურია. მის სამეცნიერო საქმიანობას არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ჩიანგ მაი: ტაილანდის ულამაზესი ქალაქი, ტრადიციულობის და თანამედროვეობის შერწყმა

31 January, 2025
ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

თებერვალი 4, 2025
27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა

4 თებერვალი 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში  ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ექსკლუზიური ინტერვიუ “ჰარაკის” დამფუძნებელ ირინა ჩოფლიანთან, რომელიც თბილისში სვანურ გემოებს “აცოცხლებს”

ექსკლუზიური ინტერვიუ “ჰარაკის” დამფუძნებელ ირინა ჩოფლიანთან, რომელიც თბილისში სვანურ გემოებს “აცოცხლებს”

თებერვალი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში  ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
გზა საქართველოდან აფრიკამდე – ექსკლუზიური ინტერვიუ ბლოგერ ია მირიანაშვილი

ბოლო სიახლეები