რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ფრჩხილები მარტივად თუ გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ვისაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა – ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, შესაძლოა, ეს თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პრობლემა მოგვარება თუ გინდათ, ერთ-ერთი გამოსავალი არის, – რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

- Advertisement -
Ad imageAd image

იწვევს — დეტალები

მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მტვრევადობას იწვევდეს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობაა. როცა ის თქვენს სხეულში საკმარისი რაოდენობის თიროქსინი და ტრიიოდთირონინი არ წარმოიქმნება, სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება, მათ შორის თმის ძირებში, ფრჩხილის ძირებში, კანში და სწორედ ეს იწვევს მიდრეკილებას, რომ ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე გაქვთ. ამიტომ, მსგავსი პრობლემების დროს, თქვენი ამოცანაა, ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ და იმკურნალოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხართ ისეთ ადგილებში, სადაც იოდის ნაკლებობაა, ჰიპოთირეოზისკენ მიდრეკილება გექნებათ. ამიტომ, იოდი უნდა შეივსოთ. ეს შეიძლება იოდიზირებული მარილის სახით იყოს. კვერცხი, თევზეული იოდის კარგი წყაროა. ასევე, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, თუმცა ისინი ჩვენთვის რთულად მისაწვდომია.

მესამე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას იწვევდეს, D ვიტამინის ნაკლებობაა. თუ სხეულს D ვიტამინი აკლია, სხეული კალციუმსაც ნაკლებად იყენებს. შეიძლება, სისხლში კალციუმის რაოდენობა ნორმაში გქონდეთ, მაგრამ ის ქსოვილების მიერ რთულად გამოიყენება, იმიტომ რომ სხეულში D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. ამიტომაა, რომ ფრჩხილების ადვილად მტვრევისკენ ხართ მიდრეკილნი.

READ  თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

შესაძლოა, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე შეიძლება ფრჩხილების მომატებული მტვრევის მიზეზი იყოს. ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას აკნეს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი იწვევდეს, რომელიც მძიმე ფორმის დროს ინიშნება.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს. 2 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/რა-იწვევს-ყველაზე-ხშირად/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network