ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომელიც შთამბეჭდავ და მრავალწლიან პროფესიულ ისტორიას გვიამბობს:

–  სალომე, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… როგორც ვიცი, ტელევიზიამდე იყო ბეჭდური მედია … გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– მეორე კურსზე ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა დავიწყე. პირველი სამსახური იყო ყოველკვირეული ჟურნალი “რეიტინგი”, მეგობართან ერთად მივედი. ყოველგვარი რეკომენდაციების და პროტეჟეების გარეშე. რედაქციაში დავრეკე და ვუთხარი, ინტერვიუ გვაქვს ინგა გრიგოლიასთან, თუ დაბეჭდავთ- მეთქი . (რეალურად სხვა ჟურნალისთვის ჩავწერეთ მაშინ ეს ინტერვიუ, მაგრამ მოულოდნელად დაიხურა ის გამოცემა, მე კი მინდოდა ინტვერვიუ დაბეჭდილიყო და გზების მოძებნა დავიწყე. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს დავურეკე, მხოლოს “რეიტინგის” რედაქცია დაინტერესდა ჩვენით. მივედით გასაუბრებაზე. მართალია ინტერვიუ  არ დაბეჭდეს, მაგრამ მუშაობა შემოგვთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი პროფესიაში შესვლა და ახლა რომ გადავხედე, რამხელა დრო გასულა უკვე – 20 წელი…
ვმუშაობდი ისეთ სერიოზულ და ცნობილ გამოცემებში როგორიცაა “რეზონანსი”, “პალიტრა”, “24 საათი” და სხვები… ვრცელია ჩემი სამსახურების ჩამონათვალი. მადლობა ყველა რედაქტორს, ვინც დიდი როლი ითამაშა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებასა და გაზრდაში.

ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

– საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
–  ზოგადად, გამომძიებლობა მინდოდა, პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამაჩემმა ხელი შემიშალა. თავად 30 წელი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, რთული სფეროა, ურთულესი, შვილი ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს…

ამ პროფესიის არჩევაში ბიძამ, დედის ძმამ, ითამაშა მისდაუნებურად გარკვეული როლი, ფრიდონ დოჩიას ძველი ჟურნალისტები კარგად იცნობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჩვენს ოჯახებს ერთად ცხოვრება მოუწია. 90-იან წლებში  ბიძა გაზეთ “ალიაში” მუშაობდა, შინ მოჰქონდა სამუშაო მასალა, დიქტოფონიდან “შიფრავდა” ( როგორც ჟურნალისტები ვუწოდებთ), წერდა შუაღამემდე. ასევე, მოჰქონდა პრესა, რომელსაც მუდმივად ვკითხულობდი. თუმცა, არც ბიძამ დაუჭირა მხარი ჩემს ჟურნალისტობას 🙂 საბოლოოდ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემით, დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მიზანს თავად აღწევ, სხვისი დახმარების გარეშე, შენი შრომით. ასე ვითარდები, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი.

ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

–  ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას. ჟურნალისტი მამაციც უნდა იყოს, გაბედული. იმაზე, რომ ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქო, საუბარი აღარ მაქვს…

– სალომე, როგორია, იყო დედა და ჟურნალისტი? საკუთარი გამოცდილებაც მკარნახობს თქვენს პასუხს, თუმცა საინტერესოა, მკითხველმაც გაიგოს, რა სირთულეები სდევს თან ჩვენს პროფესიას, მითუმეტეს ქალისთვის…

– ეს  მხოლოდ ჟურნალისტმა დედებმა ვიცით, რაოდენ რთულია, ძალიან. ხშირად მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა, იმდენ დროს მართმევს ჩემი პროფესია, რომელიც  ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ამავდროულად დედობა მაძლევს უდიდეს ძალას. დედობა ისეთია, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ორი შვილი მყავს – 14 და 1,7 წლის არიან… აბსოლუტურად განსხვავებული ყურადღება სჭირდებათ.

უფროსს ხშირად დავატარებდი რედაქციაში, სადაც ვმუშაობდი. პატარა როცა იყო,  იმის გამო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ერთი პერიოდი შინიდანაც ვმუშაობდი, მაგრამ  ესეც რთული იყო. ხარ და არც ხარ ამ დროს ბავშვთან. ყველაზე რთული პროფესია მაინც დედობაა. ამიტომ ქედს ვიხრი იმ ქალების წინაშე, რომლებიც შვილებს ზრდიან და მთელ დროს მათ უთმობენ.  ეს არის აუნაზღაურებელი და შეუფასებელი შრომა. დედაჩემმა თავის დროზე სამსახური მიატოვა და მთელი დრო ჩვენ – შვილებს დაგვითმო. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ დედას ემუშავა. პრაქტიკულად, უარი თქვა თავის ცხოვრებაზე. მადლობა მას ამისთვის. ბევრჯერ მიფიქრია, მე ასე მოვიქცეოდი თუ არა… არ ვიცი…

ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– მგონი ყველაზე რთული ბოლო კითხვაა 🙂 არ ვიცი, როდემდე ვიქნები ამ პროფესიაში, მაგრამ სადამდეც ვარ, ჩემს თავს ვუსურვებ, არასდროს მეღალატოს სიმართლისთვის, ყოველთვის დამეცვას ადამიანის უფლებები. როგორც ახლა არ მრცხვენია უკან მოხედვის, ვისურვებ, რომ წლების შემდეგაც ასე იყოს. და კიდევ, ისე არ მინდა წავიდე ამ პროფესიიდან , რომ ჩემი კუთხიდან არ გავაშუქო მოვლენები. ჩემი აფხაზეთიდან, ჩემი გალიდან , რომელიც რუსების მიერ  30 წელია ოკუპორებულია და  ვერ შევდივართ.

მინდა, ბევრი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, სადაც 8 წლამდე ვიცხოვრე. მინდა ჩემს შვილებს გავაცნო, ვაჩვენო ის ადგილები, სადაც ვცხოვრობდი და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბებს ვყვები, ჩვენი, ომს გადარჩენილი ალბომიდან შემორჩენილი შავ-თეთრ ფოტოებით ვცდილობ, ვაჩვენო როგორ ვცხოვრობდით ომამდე…

ავტორი: თათია გოჩაძე 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები