#image_title

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა, – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ივლისის თვეში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა.
ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.

მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა.

მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რამდენიმე დღის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები შიჰანის მთაზე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ისინი ქართველთა მონასტრის ტერიტორიაზე ჩაატარებენ დაზვერვით არქეოლოგიურ სამუშაოებს და შეიმუშავებენ პროექტს ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. ქართველ არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელიც.

მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვის პროცესში იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ.

ქართული ექსპედიცია იორდანიაში ბოლო წლების მანძილზე ვეღარ საქმიანობდა; მანამდე ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის, ხელმძღვანელობით ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა; მოგვიანებით გარკვეული მიზეზების, მათ შორის პანდემიის, გამო ქართულმა მხარემ არქეოლოგიური სამუშაოებისა და კვლევის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქართველთა უდაბნო-მონასტერი, ქალაქ კარაკში ყველაზე მაღალ მთაზე, შიჰანზე, მდებარეობდა. ის მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა გაბრიელ თბილელმა დააარსა და სიცოცხლის ბოლო წლებიც ამ მონასტერში გაატარა. უდაბნო-მონასტერი, მე-13 საუკუნემდე არსებობდა. შემორჩენილია მონასტრის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.

მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (ერთგვარი ფილიალი) იყო“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

READ  ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა. 24 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/იორდანიაში-ქართველთა-უდ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%93/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network