პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირელიგიაბაგრატის ტაძარი - საქართველოს სულიერი საგანძური

ბაგრატის ტაძარი – საქართველოს სულიერი საგანძური

ბაგრატის ტაძარი იმერეთში,  ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში.

ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.
1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
2012 წელს რესტავრაცია დასრულდა.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები