კვირა, ივლისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიუმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი

უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს ახალ შემეცნებით პროექტს – „UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შესული ქართული ძეგლები.“
დღესდღეობით, UNESCO-ს საცდელ სიაში საქართველოდან 15 ისტორიული და ბუნებრივი ძეგლია. მათ შორისაა უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი.
ვანი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
აქვე მდებარეობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი | შენი დასვენება უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი | შენი დასვენება უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი | შენი დასვენება

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზღაპრული „შუაგული“ - ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები