ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო...

„უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო…

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ აცხადებს:

„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს გავეცანი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მართალია, ძალიან დააგვიანეს და ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს რომ მიღებულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში – ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები დაინვალიდება, ნაკლები პრობლემები ჯანდაცვაში. მაგრამ რაც არის, არის.“

მისი თქმით, მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სრულიად ვეთანხმები. ფაქტიურად ყველა პუნქტს ვეთანხმები. მეტიც, დავამატებდი, რომ უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო მეტს ვერ აკეთებენ.

ძალიან სწორად მოიქცნენ, რომ ქვეყანა არ ჩაკეტეს. მე ამ ბოლო დროს წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის, რადგან ბოლო სამი ჩაკეტვით ვერაფერი ვისწავლეთ და აზრი არ ჰქონდა. ე.წ. წერტილოვანი, მიზანდასახული რეგულაციები მიღებულია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება;

ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:
-„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
კადრი, როდესაც 2 წლის ქართველმა გოგონამ ხმები პირველად აღიქვა – “ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს…“

კადრი, როდესაც 2 წლის ქართველმა გოგონამ ხმები პირველად აღიქვა – “ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს…“

აპრილი 7, 2025
“თბილისი სეისმურად საშიში ქალაქია” – რას წერს თეა გოდოლაძე საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ?

“თბილისი სეისმურად საშიში ქალაქია” – რას წერს თეა გოდოლაძე საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ?

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები