კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

10/08/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.


პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.

გარდა ამისა, ექსპერტი აკრიტიკებს იმ მედიკოსებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეზღუდვების მოხსნას და არ დაუსაბუთეს მთავრობას, რატომ იყო ნაადრევი რეგულაციების შემსუბუქება.

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა. ახლა რომ გამოდიხართ და მოითხოვთ დამატებით შეზღუდვებს, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა. რატომ არ დაწექით მტავრობის ადმინისტრაციაში და რატომ არ უთხარით ხელისუფლების წევრებს, რომ ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება?“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tqveni-shetsukhebuli-sakheebis-bavshvebsats-aghar-sjera-giorgi-fkhakadze-medikosebis-natsils-akritikebs/


READ  სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები