კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, არამედ სისხლით, კანზე შეხებით…


„იცოდი, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, არამედ სისხლით, კანზე შეხებით, ინფიცირებულის ნივთების გამოყენებით ან მასთან საერთო ჰიგიენური საშუალებების მოხმარებით?


ასევე, ინფიცირებულ დედას შეუძლია დაავადოს ნაყოფი მუცლად ყოფნისას ან მშობიარობის პროცესში


გაითვალისწინე, რომ სგგდ ან სგგი შესაძლებელია მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ


სგგდს შორის ყველაზე გავრცელებულია ძირითადად, 8 პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებები


4 მათგანი სრულად განკურნებადია: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი

დარჩენილი 4 დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა ექვემდებარება მართვას. ეს ვირუსული დაავადებებია: B ჰეპატიტი, ჰერპესი (HSV), HIV, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)


სგგდს ეფექტური თავდაცვის საშუალებად კვლავ რჩება ბარიერული კონტრაცეპტივის გამოყენება და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა


აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებაც, რათა ინფორმირებული იყო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დაიცვა შენი პარტნიორი“ – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები