კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის...

„შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე

18/05/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება პოსტკოვიდი იყო.


“ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)❗️


✅სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი❗️ (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
✅პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
✅პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
✅ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
✅500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.


✅სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:

90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა .
✅ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
✅ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.


✅პრაქტიკული რჩევები მშობლებს:

არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.

ბავშვი გრძნობს დაღლილობას;

მადის დაკარგვა;

ტკივილი მუცლის არეში.


✅გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.

✅ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია❗️გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით❗️


✅რა ტიპის ტესტები არის საჭირო:


ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):


✅არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი❗️


✅დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/shesadzloa-bavshvebshi-infeqcia-postkoviduri-iyos-ras-wers-giorgi-fkhakadze-daudgeneli-tipis-mwvave-hepatitze


READ  მოძალადე მოძალადეა... - ძალადობა ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომლის აღდგენა შეუძლებელია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები