ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა...

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა…

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.


იმის გაგება, თუ რა ითვლება ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობად, შეიძლება რთული იყოს. ვნახოთ, როგორ მოქმედებს გრძნობები, ფიქრები და ქცევები ფსიქიკაზე და როგორ ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა ამ მხრივ პრობლემები.

რა განსხვავებაა ფსიქიკურ პრობლემებსა და აშლილობას შორის? ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა გამოცნობა ძალიან რთულდება. მაგალითად, თუ საჯაროდ სიტყვით გამოსვლის გეშინიათ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფსიქიკურად გაწონასწორებული არ ხართ?

ხანდახან ძალიან რთულია გაარჩიო ფსიქიკური პრობლემა ფსიქიკური დაავადებისგან, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარტივი ტესტი, რომელიც დაგვადგენინებს გაქვთ თუ არა ყველაფერი მწყობრში.

ფსიქიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს:

ქცევაზე: აკვიატებული ხელის დაბანა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება.


გრძნობები: ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემები ხდება ღრმა მწუხარების, ეიფორიისა და სიბრაზის მიზეზი.

ფიქრებზე: დელუზიები – შეხედულებები, რომლებიც უცვლელია მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებისა. თვითმკვლელობისკენ მიმართული ფიქრებიც ზემოაღნიშნულის სიმპტომია.

როგორ ხდება ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტიკა?


დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფსიქიატრთან ერთად სიმპტომების შეფასება, მათ შორის: როდის გაჩნდა პირველი ნიშნები, რამ და როგორ მოახდინა გავლენა თქვენს ცხოვრებაზე.

ფსიქიატრმა უნდა გაიგოს ინფორმაცია შემდეგზე:

თქვენი აღქმები: თუ როგორ მოქმედებს თქვენი ნიშნები და სიმპტოპმები თქვენს დღიურ აქტივობაზე. მაგალითად, თქვენ შეიძლება გაიაზროთ, რომ აქტივობები, რომლებსაც ამ დრომდე აკეთებდით, სრულებითაც არ მოგწონთ. ამის გამო შეიძლება იგრძნოთ თავი ცუდად, უიმედოდ და უენერგიოდ.

თუ თქვენს სევდიან განწყობას სპეციფიკური მიზეზი აქვს, ვთქვათ, განშორება, ცხადია ეს გრძნობა ბუნებრივი და დროებითი რეაქციაა. თუმცა, თუ გახასიათებთ მწვავე სიმპტომები, რომლებიც უმიზეზოდ გაჩნდა და არ ცხრება, შეიძლება დეპრესიის მსხვერპლი იყოთ.

სხვების აღქმები: მხოლოდ საკუთარი შეხედულებები არ გაძლევთ თქვენი ქცევის სრულყოფილ სურათს. თქვენს გრძნობებზე, ქცევებსა და შეხედულებებზე, რა თქმა უნდა, გარშემომყოფთა აზრებიც მოქმედებს და მათი დახმარებითვე შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა.

READ  „ახალი ინფორმაცია… ნორვეგიის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა…“-გიორგი ფხაკაძე

მაგალითად, თუ თქვენ გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ თქვენი განწყობის ცვალებადობა უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა ტემპისა და მდგომარეობის ბრალია. თქვენი ფიქრები და მოქმედებები კი, შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს.

როდის არის საჭირო შეფასება ან მკურნალობა?


თითოეულ ფსიქიკურ მდგომარეობას აქვს თავისი ნიშნები და სიმპტომები. ზოგადად, ამ პრობლემის გადასაჭრელად პროფესიონალების ჩარევა მაშინ ხდება საჭირო როცა:

  • გრძნობთ პიროვნულ ცვლილებას ან ცვლილებას ძილსა და კვებაში

  • ვერ უმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს

  • გაწუხებთ უცნაური ფიქრები

  • გაძლიერებული მღელვარება

  • ხანგრძლივი დეპრესია და აპათია

  • ფიქრები თვითმკვლელობაზე

  • გაძლიერებული განწყობის ცვალებადობა და ბრაზი, მტრობა ან ძალადობრივი საქციელი


ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ პრობლემებს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ფსიქიკური პრობლემები ბუნებრივი, ცხოვრებისეული მოვლენაა. თუ თქვენ მსგავს სიმპტომებს აწყდებით ცხოვრებაში, არ შეიკავოთ თავი მკურნალობისგან.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ოჯახის ექიმთან ან მიმართეთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს საჭიროების შესაბამისად. შერჩეული მკურნალობითა და დახმარებით სწორად აღმოაჩენთ თქვენს პრობლემას და შეარჩევთ ისეთ მკურნალობის მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფ რეაბილიტაციაში.

წყარო: http://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/mental-health/art-20044098?pg=1

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები