ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურარა არის ანემია, როგორ ვუმკურნალოთ მას, მისი გამომწვევი მიზეზები...

რა არის ანემია, როგორ ვუმკურნალოთ მას, მისი გამომწვევი მიზეზები…

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი განიცდის ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობას, რა დროსაც სისხლის ჟანგბადმატრანსპორტირებელი ფუნქცია ირღვევა. ანემიას თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა.

ანე­მია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მჭიდ­რო კავ­შირ­შია ორ­გა­ნიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ებ­თან, მათ შო­რის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან. რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან დროში გახანგრძლივებული, ასევე, იგი შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმებამდე. ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რამეთუ იგი შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს.

ანემიის მკურნალობაც მისი ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება ვარირებდეს პრეპარატის მიღებიდან გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე. ზოგიერთი ტიპის ანემიის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი და სრულფასოანი კვებით.

ტიპები
  • აპლაზიური ანემია
  • რკინადეფიციტური ანემია
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
  • თალასემია
  • ვიტამინდეფიციტური ანემია
სიმპტომები

ანემიის სიმპტომები ვარირებს მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით. თუ ანემია ქრონიკული დაავადების მიერაა გამოწვეული, დაავადებამ შესაძლოა შენიღბოს მისი სიმპტომები, ამ დროს, ანემია შემთხვევით გამოვლინდება ხოლმე სისხლის გამოკვლევისას სხვა დაავადების დროს.

ზოგჯერ ანემია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები მოიცავს:

  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ფერმკრთალი ან მოყვითალო ფერის კანი
  • არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ცივი ხელები და ფეხები
  • თავისტკივილი

განსაზღვრულ ეტაპამდე დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები.

თავდაპირველად, მსუბუქად გამოხატული ანემიის დროს, სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება, ხოლო დროთა განმავლობაში, როცა ანემია მძიმდება, სიმპტომებიც უარესდება.

ანემია ორსულებში

ანემია საფრთხეს უქმნის, როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი დედისაგან იღებს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა: რკინა, ფოლიუმის მჟავა თუ სხვა ვიტამინები, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა გაორმაგებულ ხარჯვას ვეღარ გაუძლოს და ვიტამინების დეფიციტის ხარჯზე ანემია განვითარდეს. 

რკინადეფიციტური ანემია ორსულებში ყველაზე გავრცელებულია. ორსულობის დროს ნაყოფი ზრდისა და განვითარებისათვის მშობლის სისხლის წითელ უჯრედებს იყენებს, ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურდება ბოლო 3 თვის განმავლობაში. ქალები, რომლებსაც ორგანიზმში რკინის საკმარისი შემცველობა არ აქვთ, დიდი შანსია, რომ რკინადეფიციტური ანემიით დაავადდნენ.

სათანადო რეაგირების გარეშე, ანემიამ შესაძლოა ორსული კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს. აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში ნაყოფი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, რაც სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შეფერხებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  •  ახალშობილის მცირე წონა;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • მშობიარობის დროს სისხლის გადასხმის საჭიროების მაღალი რისკი;
  • რძის შემცირება;
  • რკინის დეფიციტი ახალშობილში;
  • პოსტსამშობიარო დეპრესია. 

თუკი ორსულობის დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივით, მაშინ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობასა და შესაბამის კვებით რაციონს დანიშნავს. მართალია, ანემიის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა, თუმცა დაავადებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს რძის რაოდენობა. 

ანემია ბავშვებში

ანემია, განსაკუთრებით კი რკინის დეფიციტით გამოწვეული, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ასაკში სხეულის სწრაფი ზრდაა, რა დროსაც ორგანიზმი მეტ რკინას მოიხმარს და მის ანაზღაურებას ზოგჯერ დროულად ვერ უზრუნველყოფს.

არც B12-ს დეფიციტითა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობით გამოწვეული ანემიაა უცხო ბავშვებისთვის, რასაც ხშირად საჭირო საკვები ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება უწყობს ხელს. შესაძლოა, ამ ტიპის ანემიები ქრონიკულმა და ავტოიმუნურმა დაავადებებმაც გამოიწვიოს.

როგორ ვუმკურნალოთ ანემიას

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე. ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტების საშუალებით ხდება. მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია ანემიის სიმძიმეზე, შესაბამისად აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები და მკურნალობის გახანგრძლივება.

თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა,  გიზიარებთ ანემიის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებულ მიდგომას:

იმ შემთხვევაში, თუ ანემია ისეთი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12 ან ფოლიუმის მჟავა,  მაშინ მნიშვნელოვანია, რომ  თქვენს რაციონში აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეიტანოთ.  ამასთანავე, სპეციალისტთან ვიზიტის შედეგად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ხელს შეუწყობს.

იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა სისხლის გადასხმაც კი გახდეს საჭირო. ეს მეთოდი  სისხლში წითელი უჯრედების სწრაფ გაზრდასა და მთელი ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწვდას უზრუნველყოფს.

ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემიის მართვისათვის კი შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდეთ.

ანემიის მკურნალობა ხშირ მონიტორინგსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას მოითხოვს.

შესაძლოა, თვითმკურნალობა სარისკო და არაეფექტური იყოს

დიაგნოზი
  • სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:
  • სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
  • ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
  • ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
  • თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში

ნემიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები, რომლის საშუალებითაც, ხდება მიზეზის დადგენა და ინიშნება მკურნალობა. 

მიზეზები
  • ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები
  • სისხლდენები, რომლის შედეგადაც ორგანიზმიდან იკარგება სისხლი იმაზე სწრაფად, ვიდრე ორგანიზმს მისი წარმოქმნა შეუძლია
  • ორგანიზმი ანადგურებს ერითროციტებს

სხვადასხვა ტიპის ანემიას განსხვავებული გამომწვევი მიზეზი აქვს:

  • რკინადეფიციტური ანემია. ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევი რკინის ნაკლებობაა. რკინა ორგანიზმს ესაჭიროება ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. რკინის არასაკმარისი რაოდენობით არსებობისას, ორგანიზმს არ შეუძლია ადექვატური რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოქმნა. რკინის დანამატის სახით მიღების გარეშე, აღნიშნული ტიპის ანემია ხშირად გვხვდება ორსულებში. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზია, აგრეთვე სისხლის დიდი რაოდენობით, ან ხანგრძლივად კარგვა, მაგალითად, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის შემთხვევაში, წყლულების დროს, სიმსივნური დაავადებების დროს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული მიღების დროს. აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლიათ, გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
  • ვიტამინდეფიციტური ანემია. რკინის გარდა, ორგანიზმს ჯანმრთელი ერითროციტების წარმოქმნისთვის ესაჭიროება ვიტამინი B12 და ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა). ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ღარიბი საკვების მიღება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იწვევს ერითროციტების რაოდენობის შემცირებას. ზოგჯერ, საკმარისი რაოდენობით ვიტამინი B12-ის მიღების ფონზეც ვითარდება მისი დეფიციტი, რისი მიზეზიც აღნიშნული ვიტამინის შეწოვის დარღვევაა. ამ დროს ვითარდება ვიტამინი B12-ის დეფიციტური ანემია, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია, როგორც პერნიციოზული ანემია.
  • ანთების ფონზე განვითარებული ანემია. ზოგიერთი დაავადება, –  სიმსივნე, აივ/შიდსი, რევმატოიდული ართრიტი, თირკმლის დაავადებები, კრონის დაავადება და სხვა მწვავე თუ ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მოქმედებენ ერითროციტების წარმოქმნაზე და იწვევენ ანემიას.
  • აპლაზიური ანემია. აპლაზიური ანემია იშვიათი, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ერითროციტებს. აპლაზიური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციები, გარკვეული მედიკამენტები, აუტოიმუნური დაავადებები და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება.
  • ანემია, რომელიც ასოცირებულია ძვლის ტვინის დაავადებასთან. დაავადებათა გარკვეული ჯგუფი, როგორიცაა, მაგალითად, ლეიკემია და მიელოფიბროზი, შეიძლება ხასიათდებოდეს ანემიის განვითარებით. ამ შემთხვევაში, ანემიის მიზეზი ერითროციტების არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნაა.
  • ჰემოლიზური ანემიები. ანემიათა ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია ერითროციტების იმაზე სწრაფად და დიდი რაოდენობით დაშლა, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია მათი წარმოქმნა და ჩანაცვლება. სისხლის ზოგიერთი დაავადების დროს იზრდება ერითროციტების დესტრუქციის ინტენსივობა. ჰემოლიზური ანემია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ცხოვრების შემდგომ პერიოდში.
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია თანდაყოლილი, გენეტიკური პათოლოგიაა. მისი გამომწვევია მუტაცია, რომლის დროსაც წარმოიქმნება დეფექტური ჰემოგლობინი. არანორმალური ჰემოგლობინი ერითროციტს აძლევს დამახასიათებელ ნამგლისებურ შესახედაობას. ასეთი ფორმის მქონე ერითროციტების დეფორმაბელობა და რეზისტენტობა დაქვეითებულია და მარტივად იშლებიან.

რკინის ნაკლებობა – რკინის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ანემია. რკინის ნაკლებობის (ანემიის გარეშე) სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ხასიათის ცვალებადობას და შესუსტებულ კოგნიტურ ფუნქციებს. სისხლის ტესტების (ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში) საშუალებით შესაძლებელია რკინის ნაკლებობის დადგენა, მიუხედავად ანემიის ქონა-არ ქონისა. რკინის ნაკლებობა (მიუხედავად მისი მკაცრი ფორმისა, რომელსაც შეუძლია ანემიის გამოწვევა), შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კვებით, ასევე სხვა, არასაკვებისმიერი მიზეზით. მენსტრუალური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც იწვევს რკინის ნაკლებობას. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ პრემენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფი ქალების ყოველი მეათე პირს აქვს რკინის დეფიციტი.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები