კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„პოზიტიური ინფორმაცია… ვაქცინირებული მეძუძური დედები და მათი შვილები…“- გიორგი ფხაკაძე

„პოზიტიური ინფორმაცია… ვაქცინირებული მეძუძური დედები და მათი შვილები…“- გიორგი ფხაკაძე

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„არის კვლევები ჩატარებული, ის ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, სამწუხაროდ, მათ ჰქონდათ სპერმის ხარისხის პრობლემა, სპერმის ხარისხი იყო დაბალი, განაყოფიერების კუთხით იყო პრობლემა. ორსულებს, ვისაც დაემართათ კოვიდი, ძალიან ცუდი ინფორმაცია იყო, ხუთჯერ უფრო ხშირად ხვდებოდნენ რეანიმაცია-ინტენსიურ განყოფილებაში, იყო ნაადრევი მშობიარობა, იყო აბორტიც.“

მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი გამოწვევები!

„ადამიანებმა, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის, კვლევები არ არის ჩატარებული. როცა მედიცინაში რაღაც არ ვიცით, პირველი რასაც ვამბობთ, – ფრთხილად იყავით!

ისრაელში ჩატარდა „ფაიზერის“ ვაქცინაზე პირველი კვლევა. კვლევები კიდევ გამოქვეყნდება რამდენიმე კვირაში. მე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე. ძალიან კარგი ამბავია, ის ადამიანები, რომლემაც გაიკეთეს „ფაიზერის“ ვაქცინა, არანაირი პრობლემა არ არის სპერმის ხარისხზე.

მეძუძური დედებთან დაკავშირებით კვლევები არ იყო ჩატარებული. ჩატარდა ძალიან პატარა კვლევა, დედებმა, ვინც გაიკეთა ვაქცინა, დაცული იყვნენ მათი შვილებიც. ეს არის პოზიტიური ინფორმაცია… აგვისტო-სექტემბერში უფრო მეტი და უფრო ძლიერი ინფორმაცია გვექნება.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას საქართველოშიმ არაადეკვატურია და არ ჯდება არც ერთ ეპიდემიოლოგიურ ჭრილში…“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


READ  „ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას, თუ საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები