ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროპარლამენტმა, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება მიიღო

პარლამენტმა, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება მიიღო

პარლამენტმა, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება, პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
პარლამენტმა, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება, პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
„კანონპროექტი, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით, შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა, მკურნალობის კურსის გათვალისწინებით.
მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement) მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ MEA მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა“
READ  სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები