კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპანდემიის გავლენა, პრევენცია და სამომავლო გეგმები...

პანდემიის გავლენა, პრევენცია და სამომავლო გეგმები…

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს. პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.


სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


„პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა, მრავალსექტორული რეაგირების საჭიროება. COVID-19-მა იმოქმედა არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ – ეკონომიკაზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მან შეგვახსენა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს, შეამსუბუქოს პანდემიის გამოწვევების მთელი სპექტრი. ეფექტური რეაგირებისთვის, ჩვენ, ყველა სექტორში ერთად უნდა ვიმუშაოთ.


პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შესაბამისი ინვესტიციები, რათა მომავალში, ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, მსოფლიო, უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენ, პრიორიტეტად დავისახეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება; დავაარსეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები, მათ შორის – რეგიონულ დონეზე. მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები