შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“- ზურაბ აზარაშვილი

„ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“- ზურაბ აზარაშვილი

„მომავალი წლიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

„ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო.  ამ წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

READ  „მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს...“ - ზურაბ აზარაშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები