ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმეცნიერება & განათლებაახასიათებს თუ არა კოვიდის ახალ შტამს გართულება

ახასიათებს თუ არა კოვიდის ახალ შტამს გართულება

გადაცემა „დღის პოსტი“ 

თემა: ახასიათებს თუ არა კოვიდის ახალ შტამს გართულება

ახასიათებს თუ არა კოვიდის ახალ შტამს გართულება? – ამის შესახებ ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:

„ზოგადად, ვირუსები ძალიან ხშირად განიცდიან მუტაციას და ეს ბუნებრივი პროცესია. თუმცა, გარვეულ მათგანს მეტ ყურადღებას აქცევენ მეცნიერები, რადგანაც მათ ახასიათებთ ისეთი თვისებები, რის გამოც გამირჩევიან მათი წინამორბედებისაგან და არის იმის ალბათობა, რომ დიდი რისკი შეუქმნან მოსახლეობას, რაც გამოიხატება იმით, რომ წავიდეს დაავადება უფრო მძიმედ ან გავრცელდეს უფრო სწრაფად და ა.შ. 

“ერის”  ხასიათდება იმ თვისებებით, რაც, ზოგადად ომიკრონის სხვა შტამებს ახასიათებთ: სწრაფად გავრცელება. სხვა მახასიათებლებით დიდად არ განსხვავდება იმკრონის შტამებისაგან. ნაკლებად ახასიათებს ფილტვების დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. 

ომიკრონის ქვეშტამები და მათ შორის, “ერის”-ც მიმდინარეობს ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით, – ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება და ნაკლებად რთულდება მდგომარეობა. ნაკლები გართულება არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ აქვს გართულება. რისკჯგუფებში, – ასაკოვან ადამიანებში, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში კოვიდინფექცია და მათ შორის, იმიკრონი და მისი ქვეშტამები მაინც საყურადღებოა.

რაც შეეხება ვაქცინაციას. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს ისეთი უნივერსალური  ვაქცინის შექმნა, რომელიც იქნება ეფექტური კოვიდის ყველა ქვეშტამის საწინააღმდეგოდ…“

 

 

#datashvil

READ  მეცნიერებმა ხელახლა შექმნეს რეაქცია, რომელმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენება გამოიწვია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები