სამშაბათი, ოქტომბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავ

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავ

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.


„საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე.“


რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

“აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­ეგ­ზავ­ნა.


“გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის­თვის, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დამ­ყო­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლულ იქნა 3 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბულ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი.


საბ­ჭო­ზე და­ით­ქვა სა­ვა­რა­უ­დო ვადა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის (15-20 ივ­ლი­სი). პრო­ტო­კო­ლის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მ.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს 19 ივ­ლისს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამა­ვე დღეს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წე­რი­ლო­ბით, მი­ე­წო­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის – მშობ­ლებს.


გარ­და ამი­სა, მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგე­ბელ თა­ნამ­შრო­მელ­თან, პრო­ტო­კო­ლის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი და შუქ­დე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ.


სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ “გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა – ამ­დე­ნად, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.


საბ­ჭოს წევ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რის შემ­დეგ, პრო­ტო­კო­ლი დამ­ტკიც­დე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კომ­პა­ნია “ბი­ო­მა­რინ­თან”, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით.


სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.


სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ყვე­ლა ჩარ­თულ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.


ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 19 ივ­ლისს, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან, ამა­ვე დღეს გაგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:


“საბ­ჭოს პა­ტივ­ცე­მუ­ლო წევ­რე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით!


წარ­მო­გიდ­გენთ 2023 წლის 03 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:


პრო­ტო­კო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, 2023 წლის 19 ივ­ლისს, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი “აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და ჰი­პო­ქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მარ­თვა 0-18 წლის ასაკ­ში’’ კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი (პრო­ტო­კო­ლი);


პრო­ტო­კო­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს. პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს ეთხო­ვა მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 2023 წლის 24 ივ­ლი­სის დღის ბო­ლომ­დე;


გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნია ბი­ო­მა­რინ­თან.


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღს გაც­ნო­ბებთ და­მა­ტე­ბით.


და­ნარ­თი სა­ხით გიგ­ზავ­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 2023 წლის 03 ივ­ლი­სის შეხ­ვედ­რის ოქმს“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

ოქტომბერი 28, 2024
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ოქტომბერი 28, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები