შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 4 ივნისს იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 4 ივნისს იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა მოუწევთ“, – აცხადებენ მერიაში.

ცერემონიალი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე გაიმართება.

იაპონური ჩაის ცერემონიალი
READ  როგორ მოიქცეთ, თუ შემთხვევით მეტროს რელსებში ჩავარდით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები