სამშაბათი, ოქტომბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„გვიხარია, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო - გაიზრდება პაციენტის კმაყოფილება“

„გვიხარია, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო – გაიზრდება პაციენტის კმაყოფილება“

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 14 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


“აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობა საქართველოში მოქმედმა 14-მა კლინიკამ დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაცია გულისხმობს ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებას.


კლინიკებში დაწყებულია პრაქტიკული მეცადინეობები, რაც ხელს უწყობს სტანდარტების გაანალიზებას და სამუშაო პროცესში დანერგვას გულისხმობს.

ტრენინგებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე „აკრედიტაცია კანადის“ მრჩევლები – ალესანდრო ბურიანი და გიორგი ფხაკაძე ატარებენ.

სამუშაო პროცესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც კლინიკებს ჰოსპიტლის საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია მიენიჭებათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმის, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის განცხადებით, “აკრედიტაცია კანადას” აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება. მათ მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს მასშტაბით 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულება.

„პროცესი არ არის იოლი, ესაა რთული და გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ საინტერესოა და მისი მიზანია, სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანდაცვის ხარისხი იყოს აწეული, რათა კლინიკებს საქართველოში მივცეთ ის გამოცდილება, რომელიც აქვს „აკრედიტაცია კანადას“.


კლინიკა იქნება პაციენტზე მეტად ორიენტირებული, გაიზრდება პაციენტის კმაყოფილება. გვიხარია, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ბათუმის „მედცენტრის“ საავადმყოფოდან და სამი პოლიკლინიკიდან, გავაგრძელეთ სამშობიარო სახლ „ჰერაში“, შემდეგ გვქონდა რამდენიმედღიანი ტრენინგი „ვივო მედიქალ ჯგუფში“ჯგუფში შემავალ კლინიკებში – ესენია “ინოვა”, “ჟორდანიას კლინიკა“, “ბოხუას კლინიკა“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, ”ინოვა ინვიტრო“. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჯოების კლინიკაში,“- განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, კომპანიის ექსპერტები არიან მაღალკვალიფიციური კლინიკური დირექტორები, კლინიკური კვლევებისა და განათლების ხარისხის ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს, სწორად გაიარონ აკრედიტაციის პროცესი. მისი თქმით, ქართულ ენაზე გადაითარგმნა ზღვა მასალა და კლინიკებმა ეს დოკუმენტაცია ქართულ ენაზე მიიღეს.

ფხაკაძის განმარტებით, თანამშრომლობის პროცესში „აკრედიტაცია კანადას“ ადგილობრივი ექსპერტები დახმარებას უწევენ კლინიკებს და პერსონალს კვირაში ერთხელ 3 საათის განმავლობაში ატრენინგებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.


2023 წლის 31 დეკემბრამდე კი კლინიკებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

ოქტომბერი 28, 2024
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ოქტომბერი 28, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები