ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა - „მჯერა ეს...

გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა – „მჯერა ეს…

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის პანდემიის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


პროფესორის თქმით, პანდემია 2023 წელს დასრულდება:


“ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.


რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.


დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.


ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?


გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.


1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.


2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.


შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.


კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.


ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.


ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.


პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.


ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.


ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.


რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.


თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.


ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/209451/giorgi-fxakaZem-koronavirusTan-dakavSirebiT-uamravi-damaimedebeli-prognozi-gaakeTa—mjera-es-iqneba-pandemiis-damTavrebis-weli.html



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები