სამშაბათი, ოქტომბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი გიორგი ფხაკაძე იქნება – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს...

გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი გიორგი ფხაკაძე იქნება – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს…

30/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე იქნება.

გადაცემის წამყვანი, ია ფარულავა გიორგი ფხაკაძის სახლში იმყოფებოდა, ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.

გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი მართლაც ულამაზესია.

პროფესორ, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლის ფოტოები ჟურნალმა ინტერიერმა“https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269

ორი წლის წინ გადაიღო.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.


შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ორწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში 28 სექტემბერს დაბრუნდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
29 ოქტომბერი ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

29 ოქტომბერი ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ოქტომბერი 29, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 საშემოდგომო ფერთა კომბინაცია სამზარეულოსთვის

3 საშემოდგომო ფერთა კომბინაცია სამზარეულოსთვის

ოქტომბერი 29, 2024
როგორ შევინახოთ ვაშლი თვეების განმავლობაში –  რჩევები

როგორ შევინახოთ ვაშლი თვეების განმავლობაში – რჩევები

ოქტომბერი 29, 2024
იცით, რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის?

იცით, რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის?

29 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

29 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები