კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა“ -გიორგი ფხაკაძე

„ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა“ -გიორგი ფხაკაძე

25/11/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, საქართველოში მეორე ტალღა როცა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში.


საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.


25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1085-ს შეადგენს.


ამ ეტაპზე საქართველოში 886 მძიმე პაციენტია, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.


3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში, 2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები