ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს - რა ფოტოს აქვეყნებს...

ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

09/10/2022

2022 წლის 8 დეკემბერს, ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის კათოლიკურ დღესასწაულზე, ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს დღეობა აღინიშნა. ქუთაისის კათოლიკურ სამრევლოში წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.


წირვის შემდეგ, კათოლიკე მრევლმა ტრადიციულად, 1862 წელს ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის სახელზე ნაკურთხი ქუთაისის ყოფილი კათოლიკური ტაძარი მოილოცეს. ეს ტაძარი ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარია. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობისას ქუთაისში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს დავალებით ლენტებით შემოსაზღვრეს და ჩახერგეს ხსენებული ტაძრის ეზოს შესასვლელი.


2022 წლის 8 დეკემებრს, ტაძარში კათოლიკე მრევლი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს. კათოლიკე ეპისკოპოსმა და მორწმუნეებმა გალობა და ლოცვა აღავლინეს ღვთისმშობლის ქანდაკებასთან, რომელიც ეკლესიაში იმ პერიოდიდანაა შემორჩენილი, როცა ის კათოლიკური იყო.


ფაქტს გიორგი ფხაკაძე ეხმიანება.


„ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს. ქუთაისი ტოლერანტობის ქალაქია. იდეალური იქნება, რომ ეს ტაძარი (იქ მომნათლა მეუფე კალისტრატემ) იყოს ტოლერანტობის, მეგობრობის და გაერთიანების სიმბოლო. ამ ტაძრის უნიკალური ისტორია შეიძლება, იყოს არა მარტო ჩვენი ტოლერანტობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის (რაც, სამწუხაროდ, დღეს შელახულია), არამედ ტურისტული ცენტრი, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთ ტაძარში სხვადასხვა კონფესიის ქრისტანები ლოცულობენ და ქმნიან სიყვარულს და სითბოს! იმედია, ეს ასე იქნება ….“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/ertaderti-kargi-da-sasikharulo-ambavi-am-bolo-dros-ra-fotos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
READ  „ეს ხალხი სად იყო მანანდე?“ -„საქართველოში შემოსული პირბადეები 0,6%-იც ვერ იცავს ვირუსისგან“
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
კანადაში შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქალაქ ორილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქალაქ ორილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები