ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„DRG სისტემის ფარგლებში უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“

„DRG სისტემის ფარგლებში უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“

„DRG სისტემის ფარგლებში, სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება. ამ დროისთვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში.

„საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში. ამიტომ დროებითი შუალედური გადაწყვეტილება მივიღეთ. სანამ ქვეყანაში გვექნება მძლავრი ონკოლოგიური კლინიკა და აქ მოემსახურებოდნენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, პაციენტები მსოფლიოს სამ ქვეყანაში გავუშვით. DRG სისტემის ფარგლებში დღეისათვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში. ჯამში ამ ქვეყნებში 6 კლინიკა გვემსახურება. ეს ტარიფები მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩათვლით ყველა შესაძლო სერვისს, რაც შეიძლება წლის განმავლობაში ბავშვს დასჭირდეს. ამიტომ მშობლებსა და ოჯახს არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ყოველთვიურად რამდენი ახალი ხარჯი შეიძლება დაემატოს. სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები