ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისში იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიმართება

თბილისში იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიმართება

თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს. ორდღიანი ღონისძიება 5 ივნისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ 09:30 საათზე გაიხსნება და შეხვედრის მონაწილეებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია მიესალმება.

ქსელის შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართავენ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი. ქსელის შეხვედრას დაესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი ქალაქების წარმომადგენლები, ოცი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოს ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს.

იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დადასტურდა. თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომელმაც სრულად მოიცვა არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების, მათ შორის, მოსწავლეების, სტუდენტებისა და ბავშვების უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი; ქართველი მწერლები მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში, ჩატარდა პროფესიული ლექციების კურსი გამომცემლებისთვის, დაარსდა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, ქართველი ავტორები პირველად გაემგზავრნენ გვადალახარას და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა უფრო დიდი აუდიტორიისთვის გახდა საინტერესო და ხელმისაწვდომი. ასევე დაარსდა საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, რომელმაც უკვე სამჯერ დაასახელა საუკეთესო საბავშვო წიგნების ავტორები.

იუნესკო-ს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან დღემდე ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა. ამჟამად წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სტრასბურგია.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
„გვალვები, წყლის რესურსების კლება, ბუნებრივი კატაკლიზმები…“ – რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

„გვალვები, წყლის რესურსების კლება, ბუნებრივი კატაკლიზმები…“ – რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

26 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
კამა თუ ცერეცო? – როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან

კამა თუ ცერეცო? – როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები