ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში

ხევსურეთი იმ იშვიათ რეგიონებს მიეკუთვნება, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს საკუთარი იდენტობა, ძველი ტრადიციები და ცხოვრების წესი. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე განლაგებული ეს მხარე მდიდარია კულტურულ-არქიტექტურული მემკვიდრეობით, რომლის დიდი ნაწილი წარსულში თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და დღეს ქართული მთის კულტურის უნიკალურ მაგალითებს წარმოადგენს.

ხევსურეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა მრავალი სოფელი გაუკაცრიელდა. დღეს ხევსურეთში ათეულობით ნასოფლარია; ზოგიერთ სოფელში მხოლოდ რამდენიმე მცხოვრებია დარჩენილი, უმეტესად ხანდაზმული ადამიანები. ზამთრის პერიოდში კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბარის რეგიონებში გადადის. საერთო ჯამში, 33 სოფელი მთლიანად მიტოვებულია, ხოლო 48-ში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები.

ხევსურეთში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ზაფხულია. ივლისის თვეში იმართება ტრადიციული ხატობები — განსაკუთრებით გუდანის ჯვართან. ამ დღეებში მთაში თავს იყრიან ხევსურები, მზადდება ტრადიციული ლუდი, იკვლება საკლავი და სუფრის განუყოფელ ნაწილად ხინკალი იქცევა.

ხევსურეთი მრავალფეროვანი სანახაობებით გამოირჩევა. რეგიონი მუდმივად იზიდავს როგორც ქართველ მოგზაურებს, ისე უცხოელ ტურისტებს.

რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით აუცილებლად სანახავია: აბუდელაურის ფერადი ტბები, შუასაუკუნეების ციხე-სოფელი შატილი, მუცოს ციხესიმაგრე, არდოტი XIX საუკუნის ეკლესიით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი.

აბუდელაურის ტბები ჭაუხების მასივის ძირას, ზღვის დონიდან დაახლოებით 2600 მეტრზე მდებარე მყინვარული წარმონაქმნებია. ისინი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა მოქცეული. კომპლექსი სამ ტბას აერთიანებს — ლურჯს, მწვანესა და თეთრს. საუკეთესო დრო მათ მოსანახულებლად ივნისი და ივლისია.

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში | შენი დასვენება

შატილი (ხევსურეთი, დუშეთი) – მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არღუნის ხეობაში. ზღვის დონიდან 1400 მ. შატილი – ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლიю

შატილი, იგივე ციხე-სოფელი, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი, სადაც სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედას სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელად ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს უწოდებენ, რომლებიც XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. 2007 წლიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

READ  "ზაფხულში, მხოლოდ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, ყოველდღიურად ასობით ტურისტს ემსახურება"

შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც.

შატილის ციხე-ქალაქში შემავალი ძეგლებია:

  • ციხე-სახლები ანუ ქვითკირები
  • კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი)
  • კალოიანი სახლები
  • საფეხვნო
  • სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები)
  • საბძლური, სალუდე

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში | შენი დასვენება

მიცუ – ციხე-სოფელი. მიცუ შუა საუკუნეების დასახლებაა და პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

მიცოს ციხე-სოფელი უნიკალური არქიტექტურული ძეგლია, რომელიც არდოტისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. ციცაბო კლდეებზე განლაგებული კომპლექსი უძველესი დროიდან მნიშვნელოვან თავდაცვით ცენტრს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი საუკუნეზე მეტია გაუკაცრიელებულია, აქ დღემდე შემორჩენილია შუასაუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.

მიცო – განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის.

მიცოს ნასოფლარში შემავალი ძეგლებია:

  • ბორჩაშვილების ციხე-სახლი
  • ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
  • თორღვაის კოშკი
  • თორღვაის ციხე-სახლი
  • კოშკიანი ციხე-სახლი
  • ჩოლოყაანთ კოშკი

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში | შენი დასვენება

 

არხოტი ყველაზე ნაკლებად დასახლებული მხარეა საქართველოში და ქვეყანას მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება. არხოტის თემის მთავარი სალოცავია ახიელის მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი.

არხოტის ხეობაში სამი სოფელია: ჭიმღა, ახიელი და ამღა. ეს ისტორიული სოფლები ვიწრო ხეობაში მოქცეული და განსაკუთრებული სილამაზით არის გარემოცული. სოფლებს გამოარჩევს ავთენტიკური არქიტექტურაც.

არხოტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ტერიტორიაა. იგი ხევსურეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და დანარჩენ ქვეყანას მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. არხოტის თემის მთავარი სალოცავია ახიელის მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი. დღეს აქ მხოლოდ სამი სოფელია შემორჩენილი.

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში | შენი დასვენება

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში მდებაროებს. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და კავკასიონის ქედის ორივე კალთას მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე გადაჭიმულია ასას, არღუნის, ანდაქისწყლისა და ფშავის არაგვის ხეობები. უნიკალური ბუნება, ისტორიული ძეგლები და მდიდარი ტრადიციები ფშავ-ხევსურეთს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს საქართველოში.

ფშავ-ხევსურეთი გამოირჩევა თვისი მდებარეობით. მისი უნიკალური ბუნება ვიზიტორებს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება. ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში. აღნიშვნას იმსახურებს ადგილობრივი ტრადიციები და უნიკალური სამზარეულო, რომლითაც ხევსურები სტუმრებს უმასპინძლდებიან.

READ  დედა მარიამის მონასტერი (პანაგია სუმელა) - იქ დაცულია სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ ლუკა მახარებელს უნდა დაეწერა

ფშავ-ხევსურეთი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა)  და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობებით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

ამჟამად ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია ტურიზმის რამოდენიმე სახეობა:

• ავტოტურები

• საფეხმავლო ტურები

• საცხენოსნო ტურები

• კულტურული ტურები

• სათავგადასავლო ტური

დღეს რეგიონში აქტიურად ვითარდება სხვადასხვა ტიპის ტურიზმი, მათ შორის: ავტოტურები, საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები, კულტურული და სათავგადასავლო ტურები.

5 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში | შენი დასვენება

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები