ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმეცნიერება & განათლებამეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს. მათი კვლევის შედეგები, რომელიც NASA-ს კოსმოსური აპარატის, Cassini-ს მონაცემებს ეყრდნობა, The Guardian-მა გამოაქვეყნა.

აპარატი სატურნს და მის თანამგზავრებს 2004-2017 წლებში იკვლევდა. 2005 წელს Cassini-მ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ოკეანის არსებობა აღმოაჩინა, რადგან სამხრეთ პოლუსზე არსებული ნაპრალებიდან წყალი და ყინულის ნაწილაკები იფრქვეოდა, რომლებიც სატურნის ერთ-ერთ რგოლს ქმნიან.

Cassini-მ ამ ამოფრქვეულ ნაწილაკებს რამდენჯერმე გადაუფრინა, მაგრამ მეცნიერებს კვლევისთვის ახალი ნიმუშები სჭირდებოდათ, რომლებიც 2008 წელს მიიღეს. წლების შემდეგ მათში გაყინული წყლის გარდა სხვა მოლეკულებიც იპოვეს, მათ შორის ორგანიკა, რომელიც აქამდე ენცელადზე არასოდეს შეხვედრიათ.

ეს აღმოჩენა თანამგზავრზე სიცოცხლის არსებობას არ ამტკიცებს, თუმცა რთულ ქიმიურ პროცესებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც შეუძლიათ ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი შენაერთების წარმოქმნა გამოიწვიონ.

„ახლა გვაქვს ყველა ელემენტი, რომელიც ენცელადზე სიცოცხლის მხარდასაჭერადაა საჭირო – თხევადი წყალი, ენერგია და რთული პრებიოტიკური მოლეკულები“, – აღნიშნა ESA-ს დოქტორმა იორნ ჰელბერტმა.

ახალი მონაცემები უფრო შესაძლებელს ხდის ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიას ენცელადისკენ, რომელიც 2042 წლისთვის არის დაგეგმილი.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სტომატოლოგმა დაასახელა გავრცელებული შეცდომა, რომელიც კბილებს უფრო აყვითლებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები