გელათის სამონასტრო კომპლექსი გადახურვის სამუშაოების გამო, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
Contents
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო ზამთარში — გუდაური, თბილისი და კახეთი (6 დღე)€1,190 ერთ ადამიანზეგორი და უფლისციხე — კლდის ქალაქი ერთ დღეში€140 ერთ ადამიანზეგუდაური — მთის გასეირნება€150 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინო და მემკვიდრეობა, 3 დღე€690 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314