#image_title

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც

პროფ. გიორგი ფხაკაძე

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა.
ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა. აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დარბლო, შენაქო, დოჭუ და გონიწრის ხეობა. ეს აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ამ ინიციატივების ერთობლიობა ხელს შეუწყობს თუშეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების, განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში. ამ მიზნით, წლებია მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, საქართველოს ყველა რეგიონში 1600 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკია მარკირებული.
ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთს, სადაც 90 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა. ეს ბილიკები ზემო ომალოდან იწყება, ფარავს მთლიანად გომეწრის ხეობას და ერთმანეთთან აკავშირებს სოფლებს. პროექტის მიზანია დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ქვეყნის გამორჩეული ადგილების პოპულარიზაცია და, ამ გზით, ტურისტების მოზიდვა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად გრძელდება ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პროექტი. ამჟამად, სამუშაოები გზის 61.3 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია თუშეთთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2950 მეტრი) გავლით ომალოს უკავშირდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პროექტი ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება.

READ  „WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას ყველას გავაცნოთ“ - სასტუმრო heritage hotel and suites

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze

იხილეთ ასევე

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. 1 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/თუშეთში-ტურისტული-სეზონი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  „სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network