#image_title

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის სამხრეთით, 6 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.

თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის – ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმინდის მონასტრად.
როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო.
თავისი მოძღვარის მხარში მდგომელი მისი საქმიანობის პირველ დღეებიდანვე.
არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას, უკაცრიელდება და დავიწყებას ეძლევა ტაძრის ძველი სახელწოდებაც.
დრო-ჟამისგან განადგურებულ და დანგრეულ ეკლესიას 2004 წელს გამოუჩნდა პატრონი, ბავშვობიდან ფოთოლეთის ტაძრის ნანგრევებთან მლოცველი ზაზა ბლიაძე, რომელიც მონასტრის აღდგენაზე სიყრმიდანვე ოცნებობდა.
საქართველოს კათოლიკოსს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, ქტიტორისადმი ეპარქიის მღვდელმთავრ მეუფე სერსფიმეს(ჯოჯუა), არქიმანდრიტ ფოკას(მარკოზია), ამავე ეპარქიის სასულიერო პირების თანადგომით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფასდაუდებელი შრომით 2010 წელს დასრულდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, რასაც მასთან მისასვლელი 6 კმ-იანი გზის გაჭრასთან ერთად 6 წელი დასჭირდა.
ამ პერიოდშივე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრებიც, რომლის დროსაც უძველესი ძვალთსაცავი, სხვადასხვა პერიოდის ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები, VII-VIII საუკუნეების საცეცხლური (ანალოგი კოპტურ ეგვიპტეში აღმოჩენილი ბრინჯაოს უძველესი საცეცხლურებისა) გამოვლინდა.
დამზადდა ზუსტი ასლი ჯერ კიდევ 1939 წელს სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილ კანკელისა ( X საუკუნე. ფრაგმენტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს მუზეუმში) და ა.შ.
გაუკაცრიელებული, მივიწყებული ტაძრის აღდგენასთან ერთად აღდგა სამონასტრო ცხოვრება.
აშენდა და კეთილმოეწყო მონასრის სატრაპეზო და კელიები.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
წყარო: fotoletis monasteri
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - გინახავთ, ასეთი სილამაზე?

შენი დასვენება. (2025). ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში. 13 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ფოთოლეთის-მონასტერი-მდებ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network