საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს.
“2024 წლის მე-3 კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო ზამთარში — გუდაური, თბილისი და კახეთი (6 დღე)€1,190 ერთ ადამიანზეგორი და უფლისციხე — კლდის ქალაქი ერთ დღეში€140 ერთ ადამიანზეგუდაური — მთის გასეირნება€150 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინო და მემკვიდრეობა, 3 დღე€690 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314