საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლია I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყაზბეგი — 2-დღიანი მთის მოგზაურობა€390 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზექუთაისი და დასავლეთ საქართველო — 3 დღე€690 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314