გერგეტის სამების მონასტერი - ღრუბლებზე მაღლა მდებარე სულიერი ოაზისი, სადაც ოთხი ათეული წელია განუწყვეტლივ წარმოებს ლოცვა. აქ 1981 წელს უწმინდესმა ილია მეორემ დააარსა ღვთაებრივი სიყვარულის დღე.

ტაძარი ღრუბლებზე მაღლა, საიდანაც საქართველოს მშვიდობისთვის გერგეტის სამების საძმო ლოცულობს.

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

თუ გერგეტის სამების მონასტერში ჯერ არ ყოფილხარ, გადადე ყველა საქმე და აუცილებლად ესტუმრე, მოილოცე და ეზიარე ამქვეყნიურ სამოთხეს.

არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შესაძლოა გადმოსცე ის, რასაც აღიქვამს თვალი – ზეციდან დანახულ საქართველოს.

ეს არის ტაძარი ღრუბლებზე მაღლა. თბილისიდან 4 საათის სავალზე ყოველდღიურად ჩვენთვის და საქართველოს მშვიდობისთვის ლოცულობს გერგეტის სამების საძმო. ლოცვა ამ ადგილას ოთხი ათეული წელია არ შეწყვეტილა.

გერგეტის სამებაში წირვა-ლოცვა 1981 წლის 16 ივლისს განაახლა უწმინდესმა ილია მეორემ.

მაშინ კათოლიკოსმა თქვა, რომ პირველად იგრძნო ღმერთთან ასეთი სიახლოვე და შესაბამისად დააარსა ღვთაებრივი სიყვარულის დღე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება.

ვარლამ წიკლაური სტუმრობდა გერგეტის სამებას.

READ  უფასო აქტივობები თბილისში – როგორ გავერთოთ ბიუჯეტის გარეშე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.