ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.

ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ნაყინის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის