საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.
სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე
- გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება
- ქართველმა მეწარმემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ, აღმაშენებლის გამზირზე ააშენა სახლი, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314