„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” – ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
Contents
- „თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” – ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
- იხილეთ ასევე
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
კახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314